|
2020-02-27 10:43:04, 1089 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ქვეყანაში მაღალია
,,შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე მზაობა ინფეციებთან ბრძოლის ქვეყანაში ბევრად მაღალია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირეტორმა ამირან გამყრელიძემ გამაცხადა. მისი თქმით, ელოდნენ ვირუსის გავრცელებას და შესაბამისი ზომები თავიდანვე მიიღეს. „მოგეხსენებათ, ეს გახლავთ მესამე დიდი ეპიდაფეთქება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. თვითონ კორონავირუსი გახლავთ ვირუსი, რომელიც გადადის ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე. ეს გახლავთ მესამე ე.წ. ახალი კორონავირუსი. პირველი ეპიდაფეთქება იყო 2003 წელს, ომელმაც გამოიწვია 8 000-მდე ადამიანის დაზიანება და როდესაც 9-დან 10% იყო ლეტალობა, ანუ გარდაცვალება. მეორე გახლდათ 2012 წელს, ე.წ. შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. მაშინ მოიცვა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, 35 %. მესამე გახლავთ სწორედ ეს, რომელიც დაიწყო 31 დეკემბერს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში და უკვე დღეისთვის მთელ მსოფლიოში 81 ათას ადამიანზე მეტი მოიცვა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი შედარებითია. შედარებით ეს ეპიდაფეთქება ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი. ამ ეპიდაფეთქების დროს ზოგადი გარდაცვალების მაჩვენებელი არის ჩინეთში 2.3%, ჩინეთის გარეთ კიდევ ნაკლები, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჩინეთში უკვე დაიწყო ბოლო 10 დღეა კლება ყოველდღიური ახალი შემთხვევებისა, მაგრამ სამწუხაროდ, იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც უკვე ინფექცია იქნა გატანილი. ყველაზე დაზიანებულია სამხრეთ კორეა, შემდეგ მოდის იტალია, სინგაპური და ირანი. აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკამ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა ქვეყანას. ამის საშიშროება არის. ყველა ქვეყანა ქმნის პირად სამოქმედო გეგმას. ყველა გეგმა საჭიროებს მუდმივ განახლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან კარგი პრევენცია გატარდა ჩინეთთან მიმართებაში, რათა ვირუსი არ შემოსულიყო. თუმცა ირანში ვირუსის გაჩენის შემდეგ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ირანი მეტ საფრთხეს წარმოადგენს. ირანთან მიმართებაში სწორი ღონისძიებები გატარდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შეიძლება კიდევ იყოს შემთხვევები. პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის ეს რთული იქნება მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ამ ადამიანებს სწორი მკურნალობა ჩაუტარდეს. შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. 5 პროცენტი არის კრიტიკული შემთხვევები როდესაც სერიოზულ ჩარევას საჭიროებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე მზაობა ინფეციებთან ბრძოლის ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ყოფილა ბოლო ათეული წლის განმავლობაში. ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას", - აღნიშნა გამყრელიძემ.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)