|
2015-08-01 13:59:56, 623 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ნაწილად გაიყო. ცვლილებით, საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა. შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. შს უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უკვე დამკტიცებული. იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე დღეიდან შეუდგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი. სუსის ხელმძღვანელად პარლამენტმა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაამტკიცა. გომელაური ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაინიშნა და ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წინაშე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)