2020-02-26 16:10:46, 1636 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემაზე - არც ბურთისა და არც პურ-მარილის დრო არ არის, დროა გადაწყვეტილება მივიღოთ
„არც ბურთის და არც პურ-მარილის დრო არ არის, ახლა დროა გაფორმდეს საერთო შეთანხმება“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველთა პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში 50-ზე მეტს მიიღებენ.
"არც ბურთის და ვფიქრობ არც პურ-მარილების დრო არ არის, იწურება დრო როდესაც რეალურად შეიძელბა საერთო შეთანხმება იქნას დატანილი ფურცელზე და გაფორმდეს, ამიტომ მე ვფიქრობ დროა უკვე გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 50 ს მიახლოებული უფრო 60 ის კენ გადახრილი ხმათა რაოდენობა ავიღოთ, ასე რომ ვფიქრობ ეს არ არის ის საკითხი რომელზეც უთანხმოება შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,