|
2020-02-26 15:34:09, 1481 ნახვა
ეკონომიკა
სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებული იყო
თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020" საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს. „ეს ნამდვილად წარმატებული კონფერენცია იყო. ჩვენ განვიხილეთ, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა გამოწვევებია მის წინაშე. რაც შეეხება სავალუტო ფონდს, ჩვენი პროგრამები გრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული" - აღნიშნა სელიმ ჩაკირმა. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ჰგანცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკაში რისკები დაბალანსებულია, თუმცა, არსებობს მოკლევადიანი გლობალური გამოწვევები. „წელს რისკები დაბალანსებულია, ბოლო ხანებში არსებობს უფრო მოკლევადიანი გლობალური გამოწვევები, მაგალითად, კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებები, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, მაგალითად, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდა. ვფიქრობ, გამოწვევები წელსაც იქნება და მჯერა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონივრული პოლიტიკის გატარებას. მოლოდინი გვაქვს, სწორი მონეტარული პოლიტიკით ინფლაციის მოსალოდნელი დონე შენარჩუნდება და დაკმაყოფილდება 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი", - განაცხადა სელიმ ჩაკირმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)