|
2020-02-26 11:43:34, 915 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კაპიტალური რეაბილიტაცია მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება. „ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მიმდინარე წელს სხვადასხვა მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. ყველამ იცის, რომ გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დღეს არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, შეიცვლება განათების ბოძები და გამზირი სრულად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომლის სიგრძეც 1.6 კილომეტრს შეადგენს, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ასევე, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და ველობილიკი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში იწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 4 200 000 ლარი დაიხარჯება.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)