19:39 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:59:52, 426 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ვეტო იქნება შესაძლებლობა, მმართველი გუნდი მის მოტივირებულ შენიშვნებზე დაფიქრდეს.

"არ განვიხილავ, რომ ეს ასე გადაწყდეს. არის ემოცია, რომელიც უკავშირდება მცდელობას, რომ ჩემთან მოხდეს დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ არ შევდივარ ამ დაპირისპირებაში და არ ვაპირებ. ეს ემოციები, ალბათ, ნელ-ნელა დამშვიდდება. ალბათ, მანამ, სანამ ასეთი აგრესიული რეაქცია იქნება, წაიკითხავენ ამ კანონპროექტს და იქნებ დაინახონ, რომ ეს ძალიან საინტერესო გამოსავალია, რომელიც აძლევს საშუალებას ამ სიტუაციის განმუხტვის. დაინახონ, რომ მე არ ვუპირისპირდები და არ ვებრძვი მათ. დაინახონ, რომ მე ერთგული ვარ იმ ღირებულებების, რაზეც ერთად ვსაუბრობდით დაახლოებით სამი წლის წინ, რომ ქვეყანა ასე უფრო გაძლიერდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics