01:45 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 00:08:54, 2053 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს საელჩოში შეხვედრაზე - არავითარი შეთანხმება არ ყოფილა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა.  - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აშშ-ს ელჩის მოადგილემ ის ადამიანები შეკრიბა, ვისთანაც მუდმივად აქვს კონტაქტი, მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის გამო.

„საუბარი ეხებოდა პოლიტიკურ თემებს. არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა და არ მიგვიღია. არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა, ვინაიდან შეხვედრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი არ გაიმართება, ვინაიდან ჯერჯერობით თემა არაა სალაპარაკო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics