11:28 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 20:55:06, 2110 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი "რუსთავი 2“-ის კონცერტებთან დაკავშირებულ შეფერხებაზე: ვერ დავიჯერებ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მხარდაჭერა მედიის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რუსთავი 2“-ის კონცერტებთან დაკავშირებულ შეფერხებას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა ორივე მხარის პოზიცია და მოიკითხა დამატებითი ინფორმაციაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უარი ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული.

„ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას. ფოთში და ყველგან უკვე განაცხადეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ის სივრცე, რომელიც დაგჭირდებათ. არა მხოლოდ თქვენ, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კომფორტული აქციების ჩატარების უფლება მივეცით.  ვერ დავიჯერებ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი. როგორც ჩანს, მართლაც ჰქონდათ დაგეგმილი ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics