|
2020-02-24 16:07:54, 2484 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 26 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და USAID/Georgia-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრებიან. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის პერსონალის უნარჩვევების განვითარებაზე. თანამშრომლობის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე და ამ მიმართულებით დააკმაყოფილებს აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობა, ასევე დაკავშირებულია დამატებით ინიციატივებთან იმერეთის რეგიონში, მათ შორის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში დასაქმებულის უნარების განვითრებასთან და ზოგადად, ტურიზმის განვითარებასთან, რაც ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია შექმნას კონკურენტუნარიანი ეკო სისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის. იმერეთის რეგიონში უნარ-ჩვევების განვითარების, მარკეტინგისა და ინვესტიციების ხელშეწყობით, პროგრამა საზოგადოებასა და კერძო სექტორებს დაეხმარება განავითარონ კონცეფცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით. მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო დონეზე დატრენინგებული და სერტიფიცირებული თანამშრომლები იქნებიან დასაქმებულები.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)