|
2020-02-22 11:53:40, 2798 ნახვა
ეკონომიკა
ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული 19 წევრისგან შედგება და მას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრებმა ეროვნულ ფიტოსანიტარიულ სტრატეგიაზე, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გიორგი ხანიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ფიტოსანიტარიული რისკების განსაზღვრა და პრევენციაა. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ფიტოსანიტარიული მიმართულებით. სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. 2019 წელი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გარდამტეხი წელი იყო. სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და, შესაბამისად, ექსპორტი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, საბჭოს წევრებს სააგენტოს მიერ მცენარეთა დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მცენარეთა დაცვის მიმართულებით კვალიფიციური კადრების სიმცირესა და მათი მოზიდვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. „საქართველოში ფიტოსანიტარიული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება; ჩვენი უნივერსიტეტი მზად არის ითანამშრომლოს და ქართველ კოლეგებს წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და გარემოზე“, - განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა, ბილ ერისიანმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დონორი ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)