10:12 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 17:40:07, 3278 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ადამიანი და მათი უფლებები დავისახეთ ნომერ პირველ პრიორიტეტად და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის შენდება ოცნების ქალაქი

ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა. უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

თორნიკე რიჟვაძემ ე.წ ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებს მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

,,დაახლოებით ერთი წლის წინ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ ოცნების ქალაქის მშენებლობის გადაწყვეტილება, რაც განპირობებული იყო აქ არსებული, სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებით და ჩვენ ერთად, დაახლოებით ერთი წლის ჭრილში შევძელით, რომ დღეს დავიწყოთ აქ მშენებლობა.

ადამიანი და მათი უფლებები დავისახეთ ნომერ პირველ პრიორიტეტად და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის შენდება ოცნების ქალაქი. ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთ პირობებში არ ეცხოვრათ. აქ აშენდება 582 ბინა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი აქ მცხოვრები ოჯახი, არ დარჩეს ღია ცის ქვეშ, მოვაწყობთ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას და შევძლებთ თქვენი პირობების გაუმჯობესებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც აჭარაში წლების განმავლობაში  ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პრობლემას გადაჭრის.  გადაწყვეტილების თანახმად ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები.

მთავრობამ გადაწყვეტილების დაანონსების დღიდან გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, შემუშავდა კომპლექსის პროექტი, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის დეტალური აღწერა და დამუშავდა მონაცემთა ბაზა. გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,დაგი", რომელმაც 17 თვეში უნდა უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული 582 ბინისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებულია სამი 12 სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics