2020-02-21 17:03:30, 2442 ნახვა
კომენტარი
ბესელია - მერაბიშვილზე იმავეს ვფიქრობ, რასაც აქამდე ვფიქრობდი
„მერაბიშვილთან დაკავშირებით არ შემცვლია აზრი, რასაც ვფიქრობდი, ისე ვფიქრობ ახლაც“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას თქმით, წინასაარჩევნო პირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს.
„მერაბიშვილთან დაკავშირებით არ შემცვლია აზრი, რასაც ვფიქრობდი, ისე ვფიქრობ ახლაც. მე აქ ვარ და ვესაუბრები მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ, რომ ორი მთავარი რამეს ამ ქყვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ასე უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ყველაფრის ასე დატოვება და მეორე, წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,