2020-02-21 14:21:46, 2449 ნახვა
კომენტარი
გახარია - კიბერსივრცე რისკების შემცველი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, ეს გლობალური გამოწვევაა
„კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქრთველოსთვის პრობლემა, ეს გლობალური გამოწვევაა“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი იქნება ისე, როგორც საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება.
„კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემატური, კიბერსივრე არის გლობალური გამოწვევა და ამ გამოწვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ, ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან