00:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 16:03:33, 1128 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის  ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ელექტრონული სისტემის შემუშავება.

აღნიშნული ელექტრონული სისტემა შეასრულებს საჯარო პორტალის ფუნქციას და, 2020 წლის ბოლოსთვის, ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

„გასულ წელს ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი და საგანმანათლებლო არაერთი ტრენინგი და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წელსაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგაციები და ექსპერტები, საერთაშორისო და  სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics