13:34 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 16:18:10, 502 ნახვა

საზოგადოება
ნუგზარ სურმანიძე შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნენ.

აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრის შუახევის მუნიციპალიტეტში ვიზიტის მიზანს ექიმების საქმიანობასა და მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების საკითხებში პრობლემების გამოვლენა წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ნუგზარ სურმანიძე როგორც მედიკოსებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა უხუცესმა მინისტრს პრობლემად მედიკამენტების შეძენა დაუსახელა. ნუგზარ სურმანიძემ მას განუმარტა, რომ სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა, 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის აბულატორიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად წლის განმავლობაში 200 ლარის გამოყოფა, რაც მცირე შემოსავლიანი მოსახლეობისათვის დიდი დახმარება იქნება.

შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ იმ სიახლეზეც ისაუბრა, რომელის ამოქმედებასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წელს გეგმავს. მინისტრის განმარტებით მომავალ წელს იგეგმება სრულად დაიფაროს 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მორიგ შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტში გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics