13:34 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 14:26:24, 524 ნახვა

საზოგადოება
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა  სამცხე - ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ნათია კობახიძესთან და  მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად,  ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა.

„ჯავახეთის დაცული ტერიტორიები  2011 წელს შეიქმნა. მასში შედის ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობის, ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები. ჯავახეთის პლატოს ტბები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ტერიტორია მდიდარია პანორამული ხედებით.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი  - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც  გარდა ვიზიტორთა ცენტრისა,  განლაგებულია  ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები  ვიზიტორებს  ცხენით გასეირნებასთან ერთად,   სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს“, - ახადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას სამთავრობო,  საერთაშორისო დონორი  ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია  რომ ჯავახეთის რეგიონის 7 სოფელში - სულდა, ბოზალი, დადეში, კარწახი, პატარა ხანჩალი,  ჟდანოვი,   ეფრემოვკა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics