|
2015-07-31 14:09:32, 575 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დვირის მიმდებარედ გაჩენილმა ხანძარმა 4-5 ჰა ფართობი მოიცვა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე, სოფელ დვირის მიმდებარედ, გაჩენილმა ხანძარმა 4-5 ჰა ფართობი მოიცვა, რის შედეგადაც დაზიანდა ბუჩქნარი, მოზარდ-აღმონცენი და დაიწვა 1ჰა-მდე ნაძვნარი კორომი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელშიც შედის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის, სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც. ამ დროისათვის 2 ვეტმფრენის მეშვეობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი ლიკვიდირება.
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)