|
2020-02-18 15:30:33, 2010 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციას - მმართველი გუნდი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
„მმართველი გუნდი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი მოლაპარაკებას საჭიროებს. „ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს და არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ ცალკეულ პარტიებს ცალკე შეხვედრაზე შევხვდეთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში საარჩევნიო სისტემასთან დაკავშირებით საუბარი იყო პროცენტულ ბარიერზეც. ეს თემა არის სამსჯელო და ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკესბის მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციურ პარტიებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)