|
2015-07-31 13:12:13, 665 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. როგორც კახიშვილმა ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, სამინისტროს გუნდი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ყველა უფლების უზრუნველსაყოფად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გუნდი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ყველა უფლების უზრუნველსაყოფად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. რწმენის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი კომპონენტია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი უნდა ჩაჯდეს რეგულაციაში, რათა არ იყოს ინტერპრეტაციის საშუალება. მემორანდუმს ხელი სწორედ რელიგიის, რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მოვაწერეთ, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რწმენის თავისუფლება უფრო მეტად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს, რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის, სასულიერო პირებთან შეხვედრების უზრუნველყოფისა და მათი რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის მიზნით. ასევე, იგეგმება კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, ინფორმაციული და სასწავლო-მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და სათანადო პერსონალის საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადება.
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)