22:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 14:41:14, 1982 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე - სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით

„სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით რა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს.

მანვე აღნიშნა, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, ზოგი უჭერს მხარს ირაკლი შოთაძეს, ზოგი - არა.

„თვითონ არ ჩაუდენიართ, მაგრამ სისხლი დაღვარეს ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანის. დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი. მე ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა გოგო არ ვიცი ვინაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რომ მიაძახა და ჩამოახია სახეზე ყველაფერი. არაფერი ისეთი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს შოთაძეს, ზოგი არა. სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით რა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტ. პატიმრების ფლაერები დაურიგა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა, რისთვისაც ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად ნიშნავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics