|
2020-02-15 12:10:06, 1892 ნახვა
საზოგადოება
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. ქ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმსჯელეს. „ბოლო წლებში, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, ძალიან გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია დაბინძურება ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ მოხმარებადი ერთჯერადი პლასტიკის პარკებით, რომელთა უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას. ამ ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პლასტის პარკების ჩანაცვლებას ბიოდეგრადირებადი პარკებით. აღნიშნული პროცესის მონიტორინგს სავაჭრო ობიექტებში თვითმმართველობების ორგანოები ახორციელებენ. შესაბამისად, მათთან შეხვედრა და კონტროლის მექანიზმებზე დეტალური საუბარი უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, უარი ვთქვათ პლასტიკის პარკებზე და დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა მხარის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ. „საქართველომ თქვა უარი პლასტიკურ პარკებზე, რაც ცალსახად მისასალმებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც პარკების მწარმოებლებს უკვე აქტიურად აკონტროლებენ“, - განაცხადა გუბერნატორმა. ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი/ოქსიობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია, ძალაში 2018 წელს შევიდა, 2019 წლიდან კი სრულად ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N472 დადგენილება). ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (პარკების მწარმოებლების კონტროლი), ფინანსთა სამინისტრო (კონტროლი პარკების იმპორტისას) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (კონტროლი პარკების რეალიზაციისას).
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)