|
2020-02-14 21:52:48, 6161 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში ლატვიელ კოლეგას შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. საუბარი შეეხო შავი ზღვის სტაბილურობის გაძლიერებაში საქართველოს მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ლატვიის მხარის ჩართულობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს მეტად წარმოდგენას საქართველოში. ამ მხრივ მან საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობასა და ჰიბრიდული საფრთხეების გასამკლავებლად ლატვიასთან გაძლიერებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)