|
2020-02-13 15:16:17, 1502 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობას უზრუნველყოფს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ცალსახად გაუსვა ხაზი გასულ წელს მიღწეულ პროგრესს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების მიმართულებით. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა. მათ მიერ დადებითად არის შეფასებული არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების შესრულება, როგორიცაა: ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონე, დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება. ასევე, მისიის წევრთა შეფასებაში ხაზგასმულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტიც იქნება წარმატებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)