|
2015-01-04 14:42:14, 5112 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, გაუქმდეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, გაუქმდეს. ცვლილებას, რომელსაც „პატიმრობის კოდექსი“ ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბჭოს საქმიანობაზე ზედამხედველობას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს, რომლის შემადგენლობაშიც 7 წევრი შედის, ესენია: საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი; ასევე სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი. ცნობისთვის, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო სასჯელის მოხდისგან პირობითვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანოა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)