12:01 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 18:40:13, 532 ნახვა

საზოგადოება
საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები უკვე  თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში იქნება ხელმისაწვდომი.

შესაბამისი მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა“ და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შორის გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ და სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტის“  თავმჯდომარე ლაშა ქარჩავამ მოაწერეს.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სასამართლო სხდომის დარბაზებში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 

ამიერიდან მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, სასამართლო დარბაზშივე გადაამოწმოს კანონმდებლობაში შესული ბოლო ცვლილებები, ვინაიდან საკანონმდებლო ბაზა სწრაფად იცვლება და ვითარდება; აღარ იქნება იმის რისკი, მოსამართლემ ისარგებლოს მოძველებული კანონმდებლობით.

პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობას, სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების პოპულარიზაციას.

მემორანდუმის ფარგლებში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 43 სხდომათა დარბაზში 129 სტაციონარულ ბრენდირებულ კომპიუტერს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics