23:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 16:44:01, 1436 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დირექტორს გლობალური ურთიერთობის საკითხებში ანდრეას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და OECD - ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე წლის 17 – 19 მარტს თბილისში დაგეგმილი აღნიშნული ორგანიზაციის წლიური შეხვედრის - OECD Eurasia Week საორგანიზაციო საკითხები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის მხარდაჭერით და OECD - ისა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) თანამშრომლობით შეიმუშავა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისთვის, ასევე აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია 2021 – 2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობა.

ყურადღება გამახვილდა OECD-ის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგზე, რომლის შესწავლის შემდეგაც OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, სადაც OECD Eurasia Week - ის ღონისძიება ჩატარდება, რაც საქართველოს, როგორც წარმატებული ეკონომიკური რეფორმების განმახორციელებელი ქვეყნის დიდი აღიარებაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევა „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020", რომლის მიხედვითაც საქართველომ კვლავ მნიშვნელოვანი პროგნოზი აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვირეულის დროს ასევე გაიმართება სესია, რომელზეც OECD-ის მიერ წარმოდგენილი  იქნება „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" პირველადი მიგნებები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის მიმართულების დირექტორი უილიამ ტომპსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics