23:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 16:21:14, 1315 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ წიაღის ათვისების ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი გამოაცხადა

11 თებერვლის 12.00 საათიდან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულია წიაღის ათვისების ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი.

დაინტერესებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, დეტალურად გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ  და მომზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც არამხოლოდ წიაღისეულის მოპოვებას, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ ადგილზე გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

 ამის შესახებ ცნობილი გახდა მარნეულში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ახალი კომპონენტი წარუდგინა, რომელიც საქართველოში არსებული სხვადასხვა წიაღისეულის ათვისებას ითვალისწინებს.

„ახალი ინიციატივა - წიაღისეულის ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი, ერთი მხრივ, ემსახურება ბიზნესის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება მიზანს, რომ  წიაღის გადამუშავებით შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი კონკურენტული პროდუქცია, როგორიც არის ჩვენი საშენი მასალა,  კერამიკა, წყალი, ბალნეოლოგიურ კურორტებზე განვითარებული მინერალური წყლის საბადოები და ა.შ. ასევე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი საშენი მასალა დომინირებდეს ჩვენს ბაზარზე,  ჩვენი წიაღისეული პროდუქცია იყოს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანიო, ვიდრე იმპორტირებული და საექსპორტო ბაზრებზე დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" წიაღისეულის ახალი კომპონენტის პრეზენტაცია დღეს მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა  და მას  საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი კომპონენტის დეტალური პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.

პროგრამის გაფართოება და მის ფარგლებში წიაღისეულის ასი სალიცენზიო პარალელური აუქციონის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განხორციელდა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics