|
2015-07-30 15:31:53, 712 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფაზე აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. მისივე თქმით, ერთადერთი შენიშვნა, რომელიც სავარაუდოდ გაზიარებული არ იქნება, გარდამავალი პერიოდის 9 თვემდე გახანგრძლივების საკითხია "აქ არის საუბარი პარიტეტის დამყარებაზე ეროვნული ბანკის მხრიდან მონაწილე საბჭოს წევრებსა და დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის, გათავისუფლების სიიოლესთან დაკავშირებით და ეს შენიშვნა გაზიარებულია. ასევე, გაზიარებული იქნება შენიშვნა სასამართლოსთან დაკავშირებით. არის კიდევ რამდენიმე შენიშვნა, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ერთადერთი საკითხი, რაზეც პოლემიკა იყო და სავარაუდოდ ვერ იქნება გაზიარებული, ეს არის გარდამავალი პერიოდის 9 თვემდე გახანგრძლივების საკითხი, ვინაიდან ტექნიკურად ამის მიზეზები არ არსებობს. რადგან მთავრობა დათანხმდა იმას, რომ ორი დეპარტამენტი, რომელიც არის ეროვნულ ბანკში თავისი შემადგენლობით იქნას გადმოყვანილი საბანკო ზედამხედველობის სამსახურში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა გარდა ამ ერთისა, სავარაუდოდ იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, მისი პოზიცია არის ძალიან ცხადი. ამ ტიპის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობაზე საერთოდ საუბარი არ არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)