23:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-09 16:11:45, 1986 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

"საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

"„ბრექსიტის" ამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთახმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიკაცია. ახლა იგივეს ველოდებით ბრიტანეთის მხრიდან. ვფიქრობთ, დაახლოებით 1 თვის ვადაში რატიფიკაცია მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პროცესის დროულად დასრულებას," - განაცხადა გენადი არველეძემ.

დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics