|
2020-02-07 11:09:31, 1016 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტით აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტი ტერუნუმა ჰიროში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს შეხვდება და სხვადასხვა დარგის კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნობა. ექსპერტმა ტერუნუმა ჰიროშიმ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან, კონსტანტინე ხუცაიძესთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „შატო აკურა“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. „დღეისათვის, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა ფართომაშტაბიანი არ არის. წარმოების მოცულობის ზრდა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, სასურველი იქნება, არსებულმა კოოპერატივებმა შექმნან ურთიერთდახმარების საქმიანი ქსელი, რომელიც მათ სირთულეების გადალახვაში, ძლიერი მხარეების გაზიარებაში და განვითარებაში დაეხმარება. ჩემი რეკომენდაციებიც სწორად ამ მიმართულებებით იქნება“, - განაცხადა ტერუნუმა ჰიროშიმ. სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „შატო აკურა“ კოოპერაციული საწარმო „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა. კოოპერატივი რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, პროექტით „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივების შექმნა საქართველოში“ გათვალისწინებულია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შედგეს სასწავლო კურსი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები იაპონიაში გაივლიან.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)