|
2020-02-06 18:58:05, 2377 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: გადასახადების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკა მკვიდრდება
„მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტზე საუბრისას. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღგ-ის რეფორმა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით შემუშავდა. "არის რამდენიმე ათეული ცვლილება და გეტყვით რა შედეგებს ველოდებით - მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ევროპელი ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას, საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის თანამშრომლობას. ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა არსებულ ნორმას და მექანიზმს, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, რაც ჩვენს სასამართლოებს ამ ნაწილში გაუადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. შედეგად, ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას და დღგ-სთან დაკავშირებული ვალდებულებების უფრო მარტივ და სწრაფ აღსრულებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)