|
2015-07-30 13:35:31, 1000 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძემ Capstone-ის დელეგაცია მიიღო
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით Capstone-ის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ უილიამ ფრეიზერის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ანა დოლიძემ Capstone-ის ჯგუფის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და შეხვედრა დადებითად შეაფასა. „ამ პროგრამის წევრები არიან ლიდერები ამერიკაში სამხედრო სფეროში. ისინი ამერიკის სამხედრო პოლიტიკას და, გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის წევრებთან შეხვედრა, მათთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს გაცნობა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ეს კონტაქტები აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობაში გამოგვადგება“, - განცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. Capstone-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებით და რომელიმე კონკრეტულ სამხედრო სასწავლებელს არ წარმოადგენს. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)