|
2015-07-30 11:08:33, 558 ნახვა
საზოგადოება
გორში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები დასრულდა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორში დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამუშაოები სულ 2200 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა, ზუსტი საკადასტრო მონაცემი კი 1677 -ს განესაზღვრა და ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე განთავსდა. „საჯარო რეესტრმა დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი ქალაქ გორში 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდა. ეს ხარჯი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად დაფარა“, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. პროექტის ფარგლებში მესაკუთრეები დაზუსტებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. „მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება პროექტის დასრულებამდე ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. 2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელი გახდა. ამ პერიოდიდან აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)