|
2020-02-05 19:22:38, 1601 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა
შუახევში, მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი თოვლის საფარი მაღალ ზონაში 50-სმ აჭარბებს, დაბალ ზონაში 20-30 სმ-ია. დილიდან მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან და რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზა.სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანამშემწეები ხელმძღვანელობდნენ. შუახევში იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძეც. თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები ხვალ აქტიურად გაგრძელდება. მძიმე თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ბარათაულის, წყალსაყრისა და შუბნის ადმინისტრაციული ერთეულების რამდენიმე სოფელს.19:00 საათის მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე რჩება მხოლოდ ერთი სოფელი, სადაც ,,ელექტრო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დილის საათებში მცირე მეწყერი განვითარდა ბუთურაულში. ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო შუახევის მერი. სტიქიის კერას ხვალ გეოლოგები შეისწავლიან. მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)