22:06 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 10:59:19, 1753 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლის იანვრიდან იკავებს.

შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კონტექსტში.

ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი რეალურად ვერ ასახავს იმ დიდ სავაჭრო პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ისრაელის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ამდენად, მოლაპარაკებების დროულად დაწყება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ერთობლივი კვლევის შემუშავება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობას შეეხება.

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ისრაელი მეშვიდე ადგილზეა ტომ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის - 2019 წელს საქართველოში 205 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რომელიც წინა წელთან შედარებით 31 პროცენტით მეტი იყო. ითქვა, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებამ. კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები კვირაში 42 სიხშირით ფრენენ.

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის სახელმწიფოს ელჩს სამომავლო საქმიანობასა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში წარმატება უსურვა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics