2020-02-04 13:31:46, 1448 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ჩამოვიდა რეაგენტი და დღეიდან კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს დღეიდან აქვს კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა, კვლავ არ ფიქსირდება.
„საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო 2 ადამიანი, რომლებიც ქალაქ უხანში იყვნენ ნამყოფი. ყველას ჩაუტარდა გამოკვლევა და დილის პასუხებით, ორივე შემთხვევა არის უარყოფითი. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორების,, გერმანიის დახმარებით უკვე ჩამოვიდა რეაგენტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,