|
2015-07-29 19:02:37, 5530 ნახვა
რეგიონი
ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცემა
ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცემა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 2015 წლის 28 ივლისის სხდომის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია ეძლევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ შემდეგ ოჯახებს: 1) რომან ბერიძე; 2) ვაჟა ბერიძე; 3) ბილალ ბერიძე; 4) ირაკლი ჩხუბაძე; 5) ნათელა შანიძე; 6) მინდია ცინცაძე; 7) დავით მანველიძე; 8) მერაბ მანველიძე; 9) დავით ბერიძე; 10) ხაჯერ ბერიძე; 11) მინერ არობელიძე; 12) ციური მიქელაძე. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ბინები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში გადეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)