12:01 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 18:30:50, 664 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში პირველი ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ბათუმში ფეხბურთის მოყვარულ ახალგაზრდებს შორის ტურნირი დასრულდა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს გუნდები  - “დრაკულა“ და „მეოთხე უბანი“  დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ძირითადი დრო ფრედ, 7:7 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „დრაკულამ“ იმარჯვა.

შეჯიბრი აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებულ  გუნდსა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“  სამახსოვრო პრიზები გადასცა.

„საუკეთესო ფეხბურთელი“ და „ტურნირის ბომბარდირი“ 17 გატანილი ბურთით გახდა გიორგი ქუთელია, „ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეებად“ დიმიტრი შანიძე და ალექსანდრე ცხადაია დასახელდნენ, „საუკეთესო მცველის“ ნომინაციაში დათო ჯინჭარაძემ იმარჯვა, ხოლო საუკეთესო მეკარე თორნიკე ხინკილაძე გახდა.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. მსგავსი ტურნირები ტრადიციულად სხვა რეგიონებშიც ჩატარდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში.

ცნობისთვის, ბათუმში, 28-29 ივლისს ფეხბურთის მოყვარულთა შორის შეჯიბრში 60-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათი უმრავლესობა  დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების („ლიდერთა სახლი“, „მოხალისე“) აქტიური მონაწილეა. ტურნირში ბათუმის საჯარო სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ჩაერთვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics