|
2020-02-03 17:53:37, 2300 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინვესტორთა საბჭო კარგი გზაა, რომ ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და კონკრეტულ რეჟიმში ვიმუშაოთ რეფორმებზე
„ინვესტორთა საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის დიალოგისთვის, უკვე ორი წელია არსებობს და ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, რათა ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა ის წარმატებები, რაც მიღწეულია სწორედ ინვესტორთა საბჭოს ფორმატში. ნათია თურნავას ინფორმაციით, შემუშავდა მთელი რიგი კანონმდებლობა და ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო სწორედ ინვესტორთა საბჭოს მხრიდან. „ეს არის გადახდის უუნარობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ასეთი ურთიერთთანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, საინვესტიციო საბჭოს ძალიან ბევრი საინტერესო მიგნება და რეკომენდაცია ეკუთვნის ტურიზმის 2020 წლის განვითარების გეგმებსა და სტრატეგიაში, მისივე თქმით, ამ ინსტიტუციამ ასევე დიდი დახმარება გაუწია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, სადაც ჩართულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი. „გადაწყდა, რომ ასეთივე სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, ამ პლატფორმის გამოყენებით ჩვენ ვითანამშრომლებთ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში, რადგან მიმდინარე რეფორმა იწვევს ძალიან დიდ ინტერესს ინვესტორთა მხრიდან" - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ინვესტორთა საბჭო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელშიც ათამდე ბიზნესასოციაცია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დიპლომატები არიან გაერთიანებულნი. „ეს არის ძალიან კარგი გზა, რომ როგორც უცხოური კაპიტალით შექმნილმა, ასევე ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და ჩვენ კონკრეტულ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკაზე თუ კანონპროექტზე. შევთანხდით, რომ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ამ პლატფორმას და უფრო მეტ ახალ სფეროს დავფარავთ ამ თანამშრომლობით" - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)