15:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 15:26:53, 4568 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსის გამო „APPLE“ ჩინეთში ყველა მაღაზიას დახურავს

ამერიკული კომპანია „APPLE“-ის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, ჩინეთის ყველა ოფიციალური მაღაზია და კორპორაციის ოფისი 9 თებერვლამდე დაიხურება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „APPLE“ -ის წარმომადგენელი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო, კომპანია მათი მომსახურე პერსონალისა და მომხმარებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 „ჩინეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენი ომბუდსმენისა და ექსპერტების რჩევით დროებით ვხურავთ მაღაზიებს, კორპორატიულ ოფისებსა და საკონტაქტო ცენტრებს. თუმცა, შეგახსენებთ რომ ონლაინ მაღაზიები ჩვეულებრივ გააგრძლებენ მუშაობას. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ  დაკვირვებას არსებულ სიტუაციაზე და ვიმედოვნებთ, რომ მალე განვაახლებთ მუშაობას“, -  ინფორმაციას  ეფლის წარმომადგენელი ტვიტერზე  ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „APPLE” ძალზე დამოკიდებულია ჩინურ ბაზარსა და მუშახელზე, წარმოებასა და მიწოდების ქსელზე. Apple– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა თქვა, რომ კომპანია შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმებს, რათა გაუმკლავდეს ვუჰანში შექმნილი ვითარების გამო მისი კომპანიისთვის მოსალოდნელი ზარალს, რომელიც მინიმუმამდე იქნება შემცირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics