17:43 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 12:45:10, 2354 ნახვა

კომენტარი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

„ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს ქვეყანაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ“, -  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ ოთხი პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ორს H1N1 დაუდგინდა, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, განაგრძობენ მკურნალობას.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, განაგრძობენ მკურნალობას. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მათი ზოგადი მდგომარეობა, დღეისთვის თითქმის დამაკმაყოფილებელია. განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, აქედან გამომდინარე, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას, რომლის საბოლოო პასუხს დაახლოებით 2-3 დღე სჭირდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics