10:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 10:44:37, 3028 ნახვა

სამართალი
პოლიციამ შვილებისა და ქმრის მიმართ ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე დააკავა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს - 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს - 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

„გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით  მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics