22:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 10:25:22, 2887 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი: სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი სექტორების განვითარებაში სახელმწიფოს პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„ეკონომიკური ზრდის იმ ციფრებში, რომლებიც დღეს „საქსტატმა" გამოაქვეყნა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა რეგიონს, მათ შორის იმერეთს", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის რეგიონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდება.

„შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ეკონომიკური ზრდა და მისი მაჩვენებლები პირდაპირ არ აისახება კონკრეტული ადამიანის საქმიანობაზე თუ  კონკრეტული ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედგება სწორედ ახალი სამუშაო ადგილებისგან, ახალი სექტორების განვითარებისგან და ამ მიმართულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამებიც, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში," ასევე ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის  სხვადასხვა მიმართულებები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს იმერეთის რეგიონის ეკონომიკაში. „ამისთვის არსებობს როგორც შესაძლებლობა, ასევე კონკრეტული ინსტრუმენტები სახელმწიფოს მხრიდან.  ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით და უკვე დავიწყეთ  მისი ეფექტურად გამოყენება, არის ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საინვესტიციო დეპარტამენტი. მისი საშუალებით ვმუშაობთ როგორც უცხოელ ინვესტორებთან,  ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით შევიმუშავეთ სპეციალური კითხვარი, რომლის საშუალებით, მაგალითად,  კონკრეტულად იმერეთის გუბერნიიდან  მოგვეწოდა ინფორმაცია  იმის შესახებ, თუ სად არის განვითარების მეტი პოტენციალი,  რა გამოწვევებია და რა არის მოსაგვარებელი" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმაю

მისი შეფასებით,  იმერეთის რეგიონის სხვადასხვა  მნიშვნელოვან პროექტებს შორის განსაკუთრებული როლი ენიჭება, პირველ რიგში,  წყალტუბოს რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს, ასევე ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაფართოებას და  დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების განვითარებას.

ირაკლი ნადარეიშვილმა დღეს ქუთაისში მონაწილეობა მიიღო  სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ღია დიალოგი ბიზნესთან", რომელსაც 150-მდე ადგილობრივი ბიზნესმენი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics