|
2020-01-31 10:50:32, 1066 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე გადამზადების პროცესი დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნინო ცაციაშვილი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე კასკადური ტრენინგების გახსნით ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა თემაზე გამომძიებელთა სისტემური გადამზადების პროცესი პირველად ხორციელდება. ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული ინფორმაციით. სამართალდამცავთა გადამზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს ტრენერები, ასევე -ფსიქოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მხარდამჭერები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა კომპეტენციის და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)