19:34 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 18:25:39, 1685 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება გრძელდება

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო  ეკოტურიზმის განვითარებას განაგრძობს“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას. 

2019 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო და საერთო ჯამში 2 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წელს, დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრების,  100 კმ-მდე ბილიკის  და, მინიმუმ, 10 კოტეჯის მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ჯამში, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics