|
2015-07-29 15:16:36, 2133 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა გიგაური: ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მიზანშეწონილი იქნება თუკი პრეზიდენტი კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს დადების უფლებას განიხილავს. ამასთან, გიგაურის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია. „ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება თუ პრეზიდენტი განიხილავს ვეტოს დადების უფლებას და ეს იქნება მიზანშეწონილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური და ზოგადად საბანკო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი. როდესაც საუბარია ბანკებზე ზედამხედველობაზე ეს უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამსახურმა, ამ კანონით ეს დამოუკიდებლობა არაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად საბანკო სექტორის განვითარება. ასევე მგონია, რომ ყველაფერთან ერთად ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტიტუციას. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი განიხილება. სარჩელის შეტანის უფლებამოსილება არ გვაქვს, თუმცა მზად ვართ, დავწეროთ „სასამართლოს მეგობრის“ პოზიცია. ეს არის გავრცელებული ფორმა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ასე გაგვიკეთებია სხვა შემთხვევაშიც“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)