|
2020-01-30 11:12:09, 2561 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მნიშვნელოვანი იყო გაგვეჟღერებინა ის გზავნილი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას უკავშირდება
„იყო მოლოდინი, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებდა გადაწყვეტილებას რუსეთის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოეხატათ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ვიცოდით რა იყო კონტექსტი ამ გადაწყვეტილების, მანამდე უკვე ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის დაბრუნების თაობაზე. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და რომელიც უკავშირდება ყირიმის ანექსიას, ეს არის ყველაზე უხეში დარღვევები, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ამ საკითხებზე ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოვახერხეთ კიდეც ეს ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად. ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში ბალტიისპირელი კოლეგები და ასევე ჩვენი უკრაინელი კოლეგები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა. კობახიძე ასევე გამოეხმაურა მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. „აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ძირითადი ყურადღება არის გამახვილებული ამ ანგარიშში იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე დიდი აქტუალობით სარგებლობს ჩვენთან საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ყურადღება არის გამახვილებული საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო სისტემის საკითხზე და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაიმართება დისკუსია. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით, მათ შორის ჩვენს, კოლეგებს იმის თაობაზე, რომ გრძელდება კონსულტაციები და იმედია არ შეწყდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის პოზიციის გამო. ასევე რაც შეეხება მოსამართლეების და სასამართლო რეფორმის საკითხებს, აქ არის გამახვილებული ყურადღება პოზიტიურ ცვლილებებზე, პირველ რიგში გამახვილებულია ყურადღება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და ასევე გამოთქმულია რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადაიხედოს დამატებით კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს ევროპის საბჭოსთან, საპარლამენტო ასამბლეასთან ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)