15:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 14:43:37, 1535 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე „ქართულ ოცნებას“: გონს მოეგეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნებით

„უნამუსოდ მოიქცევიან და გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას? უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებენ ჩვენგან“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის, რასაც ქართველი ხალხი და მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნება.

„ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, არ ვართ დამოკიდებულები არც თალაკვაძეებზე, არც კალაძეებზე, არც გახარიებზე, არც ივანიშვილზე, საქართველოს ბედი ვერ იქნება ამ ხალხზე ჩამოკიდებული. ოპოზიციას გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჯიუტად, უნამუსოდ მოიქცევიან და გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას? კიდევ უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებენ ჩვენგან. წელს არის საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს ორ რამეს შორის, უპერსპექტივობა, თუ დიდი პერსპექტივა. რაც შეეხებათ მათ, კიდევ ერთხელ ვეუბნები ყეყეჩურ და ყელმოღერებულ განცხადებებს თავი დაანებეთ, გირჩევთ, რომ გონს მოეგოთ, გაითვალისწინოთ ის, რასაც მარტო ჩვენ, მარტო ქართველი ხალხი კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics