|
2020-01-28 17:41:24, 1582 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში 28 იანვარი უკვე მეშვიდედ აღინიშნება. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის მნიშვნელობაზე და საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ესაუბრა. ღონისძიებაზე სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ პროექტი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი" წარადგინა, რომლის მიზანი სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20 ელჩი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიდან შეირჩნენ, გაივლიან სპეციალურ სასწავლო კურსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზამთრის სკოლაში, რომლის შემდგომ თბილისსა და რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ჩაერთვებიან. დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა სოფიო ჭარელმა გასული წლის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. 2020 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ცნობიერების ამაღლების პარალელურად, გააქტიურებს კოორდინაციას საჯარო უწყებებთან და კერძო სექტორთან პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით; გააძლიერებს კომუნიკაციას მათ შიდა და გარე საზედამხედველო ორგანოებთან; პრიორიტეტულად იმუშავებს არასრულწლოვანთა და სენსიტიური მონაცემების დამუშავების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებისა და იმპლემენტაციის საკითებზე. ასევე, სამსახური აქტიური იქნება საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)