|
2020-01-28 14:44:10, 2240 ნახვა
ეკონომიკა
კატარინა ბიორლინ ჰანსენი - ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ენერგეტიკის კვირეული 2020" - ის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, EBRD მუშაობს კერძო სექტორთან ყველა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში, ტურიზმის სექტორში, ახალ ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში. „ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიის მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაწყებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც წელს გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დიდ ინტერესს მოვიზიდავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველო პერსპექტიული ბაზარია" - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)